Sunday, April 30, 2017

პროექტის პრეზენტაცია

მერვე დღის რეფლექსია

გადავამოწმეთ პორტფლიო და მივამაგრეთ ბლოგზე. googl-ის ფორმაში შევქმენით ფასილიტაციის კითხვარი და მივამაგრეთ ბლოგზე.თითქმის გავედით ფინალში.

Monday, April 3, 2017

მეოთხე დღის რეფლექსია

            განვიხილეთ ბუკლეტის დამზადება. მოვიძიეთ და ჩამოვტვირთეთ სურათები ბუკლეტისათვის. შევინახეთ შესაბამის საქაღალდეში. დავიწყეთ ბუკლეტზე მუშაობა. ასევე, ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმის შექმნაზე. კერძოდ, შევავსეთ პროექტის მონახაზი და საფუძვლები, რისთვისაც გამოვიყენეთ კურსის რესურსებში შენახული მასალა. განვიხილეთ პრეზენტაციის შექმნა.

Sunday, April 2, 2017

მესამე დღის რეფლექსია

შეხვედრა დავიწყეთ ჩემი პროექტის მიზნისა და შედეგის განხილვით. მოვისმინეთ პრეზენტაცია ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების თაობაზე. ჩამოვაყალიბეთ ჩვენი თემის შესაბამისი ზოგადი კითხვები. გაიმართა დისკუსია. შევქმენით თემატური და შინაარსობრივი კითხვები. შევინახეთ საქაღალდე "კურსის რესურსებში" და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.

Saturday, April 1, 2017

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები



თემის დასახელება:

ჯარიმის გადახდის წესი

ზოგადი კითხვა:
რა გავლენას ახდენს კანონი ადამიანზე?

თემატური კითხვები:
რა არის ჯარიმა?
როგორ იანგარიშება საურავი?
რა არის არითმეტიკული პროგრესია?
რა არის გეომეტრიული პროგრესია?
როგორ გამოიყენება პროგრესიები სხვადასხვა პროფესიულ მიმართულებაში?

შინაარსობრივი კითხვები:
როგორ გამოითვლება მარტივი პროცენტი?
როგორ გამოითვლება რთული პროცენტი?

რა განსხვავებაა მარტივ და რთულ პროცენტს შორის?

Sunday, March 26, 2017

მეორე დღის რეფლექსია

     განვიხილეთ 13 პროექტის გეგმა. ჯგუფი აქტიურად ჩაერთო განხილვებში. შევქმენით პორთფოლიო და ჩვენი ბლოგი.